logo

ტრენინგი - საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები

საბაჟო სფეროში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის მხრიდან წამოსული დაინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით 22 აპრილს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა ტრენინგი თემაზე „საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები“.

ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყვნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები და კვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომელთაგანაც კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის საჭირო, პრაქტიკული მნიშვნელობის მქონდე საკითხებზე.

ტრენინგს უძღვებოდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, შემოსავლების სამსახურის მთავარი ექსპერტ-აუდიტორი გონერი ურიდია.

ტრენინგი მიზნად ისახავდა:

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატი.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია როოგრც წევრ, ისე არაწევრ კომპანიებს სისტემატურად იწვევს აქტუალური საკიტხების შესახებ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებზე.

 

ფოტო გალერია