logo

ტრენინგი - სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების საკითხები

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და შრომისა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის აკადემიის (OSH Academy) ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხში, კერძოდ, „სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების საკითხები“.

ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა საწარმოსა, თუ ორგანიზაციის ტექნიკური მენეჯერები და შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები.

ტრენინგს უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი დავით ჩიჯავაძე.

სატრენინგო პროგრამის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისთვის საწარმოში არსებული სახანძრო და ელექტრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა. ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის და ელექტრო გაუმართაობის შედეგებმა. სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და კომპანიის ქონების დაცვა.ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები!

კომპანიებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით კადრების გადამზადება განსაკუთრებით აქტუალური გახდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ „შრომის პირობები ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების ინსპექტირება.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და OSH Academy ითვალისწინებენ კერძო სექტორიდან წამოსულ მზარდ დაინტერესებას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ტრენინგებისა და კონსულტაციების მიმართულებით, შესაბამისად, მუდმივად სთავაზობენ მათ ახალ პროგრამებს, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და OSH Academy თანამშრომლობენ ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან, რათა მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ კომპანიები სავალდებულო ინსპექტირების პროცესს.

ფოტო გალერია