logo

ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე კიდევ ერთ ტრენინგი გაიმართა. კერძოდ, თემატიკა ეხებოდა სახანძრო უსაფრთხოებასა და ხანძართან ბრძოლას.

ტრენინგს, რომელსაც 30 კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერები ესწრებოდა, უძღვებოდა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი დავით ჩიჯავაძე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა კომპანიებისათვს სამუშაო ადგილზე არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის შესწავლა. ასევე სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა. ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან აიცილოს კომპანიამ ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება ხანძრის შედეგებმა გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების დანერგვისა სწავლების მიზანია, დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და კომპანიის ქონების დაცვა.

ტრენინგის შემდეგ  მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.

შრომის უსაფრთხოების თემაზე ტრენინგები და კონსულტაციების მოთხოვნა კომპანიების მხრიდან განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 2 მარტს მიიღო #81 დადგენილება რომლის მიხედვითაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომლის მიზანია სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ინსპექტირება.

ამასთან, 2016 წელს დაიწყო ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების ადაპტირების პროცესი, რომლებიც ამოქმედდება შრომის უსაფრთხოების შესაბამისი კანონის მიღებასთან ერთად. აღნიშნული რეგულაციებით (სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ) მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები და სახანძრო უსაფრთხოების პირობები, ანალოგიური მოთხოვნებია გაწერილი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №370 დადგენილებით.

ყოველივე ამის ფონზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს სთავაზობს შესაბამის კონსულტაციებს, ტრენინგებს, აუდიტებსა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას შრომის უსაფრთხოების მიმართულებით, რათა პირველ რიგში, თავიდან აიცილონ მოსალოდნელი რისკები და ამასთანავე,  მაქსიმალურად მომზადებული შეხვდნენ შრომის ინსპექციის შემოწმებას.

სახანძრო უსაფრთხოებისა და ხანძართან ბრძოლის შესახებ ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატი, რომელიც დამოწმებულია GEA-ს და ITC ILO-ს მიერ.

მსგავსი ტრენინგები სისტემატიურად იმართება დამსაქმებელთა ასოციაციაში, როგორც კორპორატიული დაკვეთით, ისე ჯგუფების ორგანიზებით.

ფოტო გალერია