საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის დღგ-ის დირექტივასთან (2006/112/EC) დაახლოების მიზნით ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში და დღგ-ის მარეგულირებელი დებულებები ჩამოყალიბდა სრულად ახალი რედაქციით, რომელიც 2021 წლის 1 იანვრიდან უკვე ძალაშია.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, წევრი კომპანიების მხარდაჭერის მიზნით,მიმდინარე წლის 21 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ დაგეგმილია ვებინარი თემაზე: „დღგ-ის კარში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების“ შესახებ.
სემინარს გაუძღვება გელა ბარშოვი საკონსულტაციო კომპანია „თიფი სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი და საგადასახადო კონსულტანტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დღგ-ის კარში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში.
სემინარი ჩატარდება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე.
დაინტერესებულმა კომპანიების წარმომადგენლებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: რეგისტრაცია, რის შემდგომაც გამოგეგზავნებათ ტრენინგზე დასწრების ბმული.
საკონტაქტო პირი:
ნინი გელაშვილი
მობ.: 597 18 66 44
ელ-ფოსტა: office@employer.ge