logo

ტრენინგი თემაზე - მოგების გადასახადის ესტონური მოდელი

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ჩატარდა კორპორატიული ტრენინგი „ავერსის“ თანამშრომლებისთვის თემაზე: „მოგების გადასახადის ახალი (ესტონური) მოდელი“.

ტრენინგების მიზანს წარმოადგენს საგადასახადო კანონმდებლობაში, მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელთან დაკავშირებით შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების გაცნობა, რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან.

ტრენინგს უძღვებოდა აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია ფინანსური ოფისის მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე;

ავერსის თანამშრომლებმა ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები:

1. შინაარსობრივი განსხვავება მოგების გადასახადის არსებულ და ახალ მოდელებს შორის;
2. ვინ არის მოგების გადასახადის გადამხდელი ახალი მოდელის მიხედვით;
3. დაბეგვრის ობიექტები ახალი მოდელის მიხედვით:
- განაწილებული მოგება;
- გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან
დაკავშირებული არ არის;
- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი
სახსრების გადაცემა;
- კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული
წარმომადგენლობითი ხარჯი.
4. უკვე გადახდილი ან გადასახდელი მოგების გადასახადის ჩათვლა ახლად გადასახდელი მოგების გადასახადის ანგარიშში.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია კადრების გადამზადებისთვის კომპანიებს სთავაზობს როგორც ჯგუფურ, ისე კორპორატიულ ტრენინგებზე დასწრებას, რათა მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს.

 

ფოტო გალერია