logo

ტრენინგი თემაზე - პრაქტიკული ციფრული მარკეტინგი

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოცაიციაში“ (GEA) პრაქტიკული ციფრული მარკეტინგის ტრენინგი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამედროვე საკომუნიკაციო გზების განვითარებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული და ჯგუფური ინტერაქტიული სავარჯიშოებით. მონაწილეებმა საკუთარი კომპანიების მაგალითების განხილვის საფუძველზე გამოავლინეს დადებითი და უარყოფითი მხარეები არსებული სიტუაციის და დასახეს გეგმები სამომავლოდ წარმატებული პოზიციონირებისთვის ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

კერძოდ, განიხილეს შემდეგი თემები:

ციფრული მარკეტინგი 101
ვებ გვერდის ტიპები და არქიტექტურა
SEO მუშაობის პრინციპი, ოპტიმიზაცია, მარტივი აუდიტი
სოციალური მედიის არხები და ინსტრუმენტები
Google Adword,
Google Analytics
Facebook Ad
E-mail Marketing

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, აუცილებელი ხდება როგორც ბიზნესის განვითარების სტრატეგიის, ასევე მარკეტინგული ინსტრუმენტების ახალ ტენდენციებზე მორგება, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ ბაზარსა და სპეციფიკაზე ადაპტაცია. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს სისტემატურად სთავაზობს ტრენინგებს მათთვის აქტუალურ თემებზე.

 

ფოტო გალერია