logo

ტრენინგი თემაზე - სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა

31 იანვარს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციში გაიმართება ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში. კერძოდ, თემაზე - "სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა".

 

ზოგადი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 მარტის #81 დადგენილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტოში შეიქმნა -„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი“, რომლის მიზანია ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების ინსპექტირება.


2016 წელს დაიწყო ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების ადაპტირების პროცესი, რომლებიც ამოქმედდება შრომის უსაფრთხოების შესაბამისი კანონის მიღებასთან ერთად. აღნიშნული რეგულაციებით (სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ) მნიშვნელოვანი ადგილს იკავებს ხანძარსაწინააღმდეგო ქმედებები და სახანძრო უსაფრთხოების პირობები, ანალოგიური მოთხოვნებია გაწერილი საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №370 დადგენილებით.

 

ტრენინგის მიზანი:

სატრენინგო პროგრამის მიზანია კომპანიებისთვის საწარმოში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო და ელექტრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა. ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და კომპანიის ქონების დაცვა. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.

 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფები:

სატრენინგო პროგრამა განკუთვნილია საწარმოში/ორგანიზაციაში კომპანიის ტექნიკური მენეჯერებისთვის და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის.

 

თემატიკა:

საწარმოო სანიტარია და ჰიგიენა
ელექტრო უსაფრთხოება
სახანძრო უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების ზოგადი პირობები
შრომის პირობები
პროფესიული რისკების მართვა
ინდივიდუალური და კოლექტიური დამცავი საშუალებები და სხვა
ასევე, ტრეინინგის დროს განხილული იქნება ყველა ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც დღე მოქმედებაშია და რომლის საფუძველზეც განხორციელდება შრომის პირობების მონიტორინგი. 
 

ტრენერი:

ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი  დავით ჩიჯავაძე.

 

ფასები და პირობები:

ტრენინგის ღირებულება ერთ მონაწილეზე შეადგენს 170 ლარს.
ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის -140 ლარს.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

ტრენინგის ჩატარების დრო და ადგილი:

ტრენინგი არის ერთდღიანი და ჩატარდება
30.01.2018 (09:45 - 17:00)
მისამართი: ა. ბელიაშვილის N8, მიონის ბიზნეს ცენტრი, III სართული (საქართველოს
დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი)

რეგისტრაცია:

ტრენინგზე დასწრებით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა და შევსებული გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: office@employer.ge

სარეგისტრაციო ფორმა
 
 

საკონტაქტო პირი:

ნინი გელაშვილი
მობ: 597186644 
ელ-ფოსტა: office@employer.ge , info@employer.ge