logo

ტრენინგი თემაზე - შრომითი ურთიერთიებები პოსტ-კრიზისულ პერიოდში

შრომითი ურთიერთობების ტრენინგი         

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ეგიდით მორიგი დისტანციური ტრენინგი გაიმართა წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის.

         ტრენინგს სახელწოდებით - " შრომითი ურთიერთობები პოსტ-კრიზისულ პერიოდში და რეორგანიზაციის მართვა" უძღვებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები შრომით სამართალში.

          სემინარზე კომპანიების იურისტებმა და ადამიანური მართვის მენეჯერებისთვის ისეთი აქტუალური საკითხების შესახებ გაიმართა მსჯელობა, როგორებიცაა ფორს-მაჟორის განმარტება და მისი ზეგავლენა შრომით ურთიერთობებზე; რეორგანიზაციის დაწყება, შეტყობინება, ობიექტური კრიტერიუმების შედგენა, სასამართლო პრაქტიკა; შრომის კოდექსის არსებული რედაქცია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, შრომითი ურთიერთობების შეჩერება; კრიზისების დროს შრომითი ურთიერთობების მოგვარების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა;

            საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით სისტემატიურად სთავაზობს დისტანციური ტრენინგების სერიას წევრ კომპანიებს შრომის უსაფრთხოების, შრომითი და ინდუსტრიული ურთიერთობების და სხვა საკითხების შესახებ.