logo

კორპორატიული ტრენინგი თემაზე - სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაციაში 2017 წლის 4 თებერვალს ჩატარდა კორპორატიული ტრენინგი კომპანია INNOTEL-ის თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

ტრენინგი სახელწოდებით „სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობა“ დაფუძნებული იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სტანდარტიზებულ მოთხოვნებს სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობასთან მიმართებაში.

ტრენინგზე განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის წესები, თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლობები; მოთხოვნები დაცვის სისტემებისა და აღჭურვილობისადმი; კვანძები და მათი შეკვრა; თოკები და მათი ტიპები (თოკის გადაკიდება); ვარდნისგან დამცავი სისტემები; ზოგადი და სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები; აღჭურვილობის მოვლა; მოთხოვნები კიბეებისადმი (SOP1) და სხვა.

გარდა თეორიული ნაწილისა, ტრენინგის დატვირთული იყო პრაქტიკული სწავლებით, სადაც INNOTEL-ის თანამშრომლებმა სამუშაო ადგილზე გაიარეს სიმულაციური სავარჯიშოები.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორს მუდმივად სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით კონსულტაციებს, ტრენინგებს, ლიტერატურას და სხვა სახის სერვისებს, რათა კომპანიები მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდენენ შრომის ინპექციის მონიტორინგს.

 

ფოტო გალერია