logo

ტრენინგი თემაზე: "შრომის კოდექსში შემავალი ცვლილებები და სიახლეები“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით გაიმართება ტრენინგი თემაზე: "შრომის კოდექსში შემავალი ცვლილებები და სიახლეები,“ რომლის მიზანია  მონაწილეები გაეცნონ შრომის კოდექსში შესულ ცვილებებსა და სიახლეებს, რაც მათ საშუალებას მისცემს დროულად მოახდინონ აღნიშნული ცვლილებებისა და სიახლეების ორგანიზაციებში დანერგვა და თავიდან აირიდონ ცვლილებების ფარგლებში დადგენილი სანქიები.

 

ტრენინგი განკუთვნილია:

 

ტრენინგზე განსახილველი საკითხები:

ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
✓ კანონპროექტის მიღების მიზეზები;
✓ პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
✓ არსებული პრობლემების გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
✓ კანონპროექტის ზოგადი მიმოხილვა და ძირითადი არსი
✓ კანონის შესაბამისობა ევრო-დირექტივებთან და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან;

 

დისკრიმინაციის აკრძალვა:

✓ შრომითი დისკრიმინაციის ცნება;
✓ პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია;
✓ დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლები;
✓ მტკიცების ტვირთი;
✓ გონივრული მისადაგება.


ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობა:

✓ დასაქმების კანდიდატის სტატუსი და კანდიდატთან დაკავშირებული ვალდებულებები;
✓ ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება;
✓ შრომითი ხელშეკრულების შინაარსი;
✓ შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები;
✓ სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი.

სამუშაო დრო და დასვენების დრო:

✓ ზეგანაკვეთური სამუშაო;
✓ შვებულება;
✓ შრომის ანაზღაურება;


მასობრივი დათხოვნა:

✓ საწარმოთა გადაცემა;
✓ გაფიცვის უფლება;
✓ შემათანხმებელი პროცედურები;
✓ კონსულტაცია და ინფორმაციის გაცვლა;


შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება:

✓ შრომის ინსპექციის უფლებამოსილების განსაზღვრა შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების თვალსაზრისით;
✓ შრომით დებულებებთან დაკავშირებულ საკითხებზე შემოთავაზებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები.

 

ტრენინგში მონაწილეთა რაოდენობა: 15 მონაწილე


ტრენინგის ჩატარდება:

მიმდინარე წლის 23-25-27 ნოემბერს, 13:00სთ-დან – 15:00სთ-მდე, ონლაინ Zoom-ის პლატფორმაზე.

ტრენინგზე დასწრებით დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: 597 18 66 44, ან მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: office@employer.ge