logo

ტრენინგი - ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ, თემაზე „სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“.

ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი დავით ჩიჯავაძე.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისათვის საწარმოებში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხდავად მისი სიდიდისა.

ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის და კომპანიის ქონების დაცვა.

ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.

ტრენინგს ესწრებოდნენ საწარმოების/ორგანიზაციების ტექნიკური მენეჯერები და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

ტრენინგის თემაკიტა განსაკუთრებით აქტუალურია 2015 წლის 2 მარტს საქართველოს მთავრობის #81 დადგენილების საფუძველზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნის შემდეგ, რომლის მიზანია ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების ინსპექტირება.

ბიზნეს გაერთიანება GEA წევრ და პარტნიორ კომპანიებს სისტემატურად სთავაზობს კადრების გადამზადებას იმ რეგულაციების შესაბამისად, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ადგენს ევროდირექტივების საფუძველზე.

 

ფოტო გალერია