logo

თურქეთის ბიზნეს დელეგაცია დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში თურქეთის ბიზნეს დელეგაცია იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანს მხარეების გაცნობა და ურთიერთთანამშრომლობის პოტენციალის შესახებ მსჯელობა წარმოადგენდა.

დელეგაციის წევრები ლოჯისტიკის, ნავთობგადამამუშავებელი, სამშენებლო, საინვესტიციო და სხვა სექტორების წარმომადგენლები, მათ შორის თურქული ბიზნეს ასოციაცია იყო, რომელიც 500-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები ზურაბ აგლაძე და დანიელ გახარია მასპინძლობდნენ.

შეხვედრის შედეგად დაიგეგმა  ისეთი აქტივობები, როგორებიცაა ბიზნესფორუმები, გამოფენები, B2B შეხვედრები და სხვ., ქვეყნებს შორის ბიზნეს ურთიერთობები გააქტიურების მიზნით.

სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები ჩაერთვებიან.