ტრენინგის აქტუალურობა განპირობებულია კონკურენციის სწრაფი ტემპებით ზრდის პროცესით, რომელიც პროპორციულად გართულებული პრობლემების გადაჭრას მოითხოვს. მიმდინარე სწრაფი ცვლილებებისა და მოვლენების მოულოდნელი ტრანსფორმირების პირობებში ანალიტიკური და ნოვაციური აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის და სტრატეგიული ინსტრუმენტის როლს იძენს და უპირატესობის მენეჯმენტი ნოვაციური, ინოვაციური და რენოვაციური შესაძლებლობების განვითარების, მიზნობრივი უპირატესობის მოპოვების და პროდუქტიული მართვის ერთ-ერთი დამატებითი ინსტრუმენტია
ტრენინგის მიზანს და ამოცანას წარმოადგენს მართვის სისტემათა ეფექტიანობის ზრდა იმ გამოწვევების შესაბამისად, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე ეკონომიკა, მისი სოციალური, პოლიტიკური და ეკოლოგიური შემადგენლები. დაგროვილი ცოდნის კიდევ უფრო დახვეწა და სრულყოფა ახალი მეთოდების, მეთოდიკის და ინსტრუმენტების შემუშავების გზით, რომლის საჭიროებაც გამოწვეულია მენეჯმენტის წამყვანი როლით და ძალიან მაღალი აქტუალურობით შედეგების (დადებითი, უარყოფითი) თვალსაზრისით, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომელიც იწვევს საზოგადოებაზე ყველაზე ფართო და ყველაზე მასშტაბურ ზემოქმედებას.
ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.
სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.