logo

ვორქშოპი - ერთიანი ბიზნეს-სივრცის შექმნა

2016 წლის 15 ივნისს ბიზნეს გაერთიანება GEA-ს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა სემინარი მცირე და საშუალო მეწარმეებთან ერთიანი ბიზნეს-სივრცის შექმნის შესახებ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უძღვებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი არჩილ ბუკია და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი გვენეტაძე. სემინარს, ასევე, ესწრებოდა მუდმივი საერთაშორისო მრჩეველი ივერ ტალო.

ვორქშოპის მიზანს წარმოადგენდა იმ ხალხის გამოცდილების გაზიარება, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბიზნესთან - იწყებენ, ან უკვე ახორციელებენ მას და საქმიანობიდან გამომდინარე იყენებენ საჯარო მმართველობასთან კომუნიკაციის სხვადასხვა გზებს.

ვორქშოპის ძირითადი თემა იყო - ბიუროკრატიული პრობლემები. კერძოდ, ბიზნეს სექტორისაგან სამინისტროს წარმომადგენლებმა მოისმინეს იმ ზედმეტი და გადაჭარბებული ბიუროკრატიული პრობლემების შესახებ, რომელიც ბევრ დროის რესურსს ართმევს მცირე და საშუალო მეწარმეებს (მაგალითად, მოთხოვნილი საბუთების ზედმეტი სირთულე და სხვ.).

აღნიშნულ ვორქშოპზე მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად განხორციელდება რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს საჯარო სტრუქტურებთან ბიზნესის კომუნიკაციის საშუალებებსა და მომსახურების პროცედურებს.

ბიზნეს გაერთიანება GEA სისტემატურად არის ჩართული ისეთ პროექტებში, რომლებიც ემსახურება ბიზნესის წარმოების გამარტივებასა და სამთავრობო სტრუქტურებთან კომუნიკაციის გზების გაუმჯობესებას.