Home » სიახლეები » ალტერბრიჯსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

ალტერბრიჯსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაცია და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მემორანდუმის საგანს წარმოადგენს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მათი პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება საქართველოს უმაღლესი განათლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებული იქნება დასაქმების ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კადრების მომზადება-გადამზადების ხელშეწყობა მათი შემდგომი კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონია 15 თებერვალს ,,ალტერბრიჯში” გამართულ საერთაშორისო ფორუმის ,,ტრანსფორმაციული განათლების
პერსპექტივები” ფარგლებში გაიმართება.