Home » სიახლეები » ბიზნესის სტარტაპი და ფინანსური კომპეტენცია – ორდღიანი ტრენინგი დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა

ბიზნესის სტარტაპი და ფინანსური კომპეტენცია – ორდღიანი ტრენინგი დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა

ბიზნეს სტარტაპი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაცია – KWB-ს (KWB Koordinierungsstelle Weiterbildung und Beschäftigung e.V.)  ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი ქალებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე „ბიზნესის სტარტაპი და ფინანსური კომპეტენცია.“

პროექტი მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებში სამეწარმეო უნარების გაძლიერებას, ფინანსური წიგნიერების ამაღლებას, ნეთვოქრინგის გაზრდას  და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

14-15 სექტემბერს გამართულ ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა გერმანიიდან მოწვეული ტრენერი იულია ვოროჟცოვა, ესწრებოდნენ დამწყები მეწარმე ქალები თბილისიდან და რეგიონებიდან.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა აიმაღლეს ცნობიერება ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორებიცაა ბიზნეს მიზნების დასახვა, რესურსების განაწილება, კონკურენტების ანალიზი, ბაზრის სტრუქტურა, ვაჭრობის უნიკალური წინადადების მომზადება, Business Model Canvas, VUCA – BANI, SWOT ანალიზი, 4P მარკეტინგი, მომხმარებელთან კომუნიკაცია, ფინანსური გეგმები, ინვესტიციები, ფრენჩაიზინგი და ა.შ.

ტრენინგი დატვირთული იყო საუკეთესო მაგალითების განხილვითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით.

პროექტის შემდეგ ეტაპზე ბენეფიციარები შეიმუშავებენ ბიზნეს გეგმებს. ხოლო მათ შორის საუკეთესოთა ავტორები დაჯილდოვდებიან.

პროექტი საქართველოს სამ რეგიონში ხორციელდება – თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.