Home » სიახლეები » დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

22 აპრილსდამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ (MUSIAD) თბილისში წარმომადგენლობა ოფიციალურად გახსნარომლის მთავარ მისიას საქართველოთურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს

ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე, ორგანიზაცია მზადაა ეს პროექტები წარუდგინოს ასოციაციის წევრებს, რომლებიც 72 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მოხდეს ინვესტირება საქართველოში.

ცერემონიაზე დაანონსდა სამომავლო აქტივობები, რომელთა გახორციელებასაც  თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) საქართველოში გეგმავს.

თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) ოფიციალურ პარტნიორს საქართველოს დამსაქმებელთაასოციაცია წარმოადგენს. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის ინფორმაციით, ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება., ორგანიზაცია ასევე მზადაა ეს პროექტები წარუდგინოს ასოციაციის წევრებს, რომლებიც 72 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მოხდეს ინვესტირება საქართველოში.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე საქართველო-თრქეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.