Home » სიახლეები » იმერეთის რეგიონში კერძო და საჯარო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საპილოტე პროექტი დაიწყო

იმერეთის რეგიონში კერძო და საჯარო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საპილოტე პროექტი დაიწყო

კერძო-საჯარო პარტნიორობა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაციის ორგანიზებით იმერეთის რეგიონში კერძო და საჯარო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის საპილოტე პროექტის აქტივობების განხორციელება დაიწყო.

კერძოდ, 5 მაისს საჩხერის მუნიციპალიტეტში მერიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი შემდეგ თემებზე:

  • კერძო და საჯარო თანამშრომლობის საერთაშორისო გამოცდილება;
  • თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავება, მისი სამართლებრივი ინსტრუმენტების შერჩევა;
  • ინსტიტუციური ჩარჩო;
  • თანამშრომლობის მთავარი აქტიორები;
  • მრჩეველთა საბჭო და მისი უფლება-მოვალეობები თუ მხარდამჭერი სტრუქტურები;
  • საზოგადოების როლი – გარე კომუნიკაცია
  • სხვ.

აღნიშნული ტრენინგ-აქტივობა განხორციელდა დანიის „ახალი დემოკრატიული ფონდის“ საპილოტე პროექტის ფარგლებში, რომლის მთავარი მიზანია რეგიონში კერძო და საჯარო თანამშრომლობის გაღრმავება. კერძოდ, სპეციფიკური თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება განათლების, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისა და   შრომის ბაზრის კომპონენტებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორივე აღნიშნული მხარის მჭიდრო თანამშრომლობასა და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის აქტივობები უახლოეს პერიოდში იმერეთის თერთმეტივე მუნიციპალიტეტს მოიცავს.