Home » სიახლეები » სამსაქმებელთა ასოციაციაში შრომითი ურთიერთობების თემაზე ტრენინგი გაიმართა

სამსაქმებელთა ასოციაციაში შრომითი ურთიერთობების თემაზე ტრენინგი გაიმართა

შრომითი ურთიერთობები ტრენინგი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა 4 დღიანი ტრენინგი თემაზე „შრომითი ურთიერთობები და სასამართლო პრაქტიკა“.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა კვალიფიკაციისა და ცნობიერების შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების შესახებ, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს აქვთ სათანადო კომპეტენცია, რომ დაიცვან კომპანიის ინტერესები და თავიდან აირიდონ შრომითი დავები და სანქციები და შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება;

ტრენინგს უძღვებოდნენ ნიკოლოზ აბუთიძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი, შრომის სამართლის ექსპერტი.

გიორგი გოგიჩაშვილი – სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მოსამართლე, რომელსაც აქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება სასამართლო პრაქტიკაში.

ტრენინგს ესწრებოდნენ კომპანიების იურისტები და HR პროფესიონალები.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნესს სექტორს აღნიშნული თემატიკის ირგვლივ სისტემატურად სთავაზობს ტრენინგებს, სემინარებსა და საკონსულტაციო მომსახურებას.