Home » სიახლეები » ტრენინგი თემაზე საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები

ტრენინგი თემაზე საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები

საბაჟოს ტრენინგი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა ტრენინგი თემაზე – საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები, რომელიც მიზნად ისახავდა დღეს მოქმედ საბაჟო პროცედურების სიღრმისეულ ნიუანსებში გარკვევას.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საბაჟო დეპარტამენტში დანარგილი სიახლეებისა და ინფორმაციის მოპოვების წყაროების შესახებ. შედეგად, აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია საბაჟო საკითხების ირგვლივ, შეძლებენ გამოიყენონ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები.

კერძოდ, ტრენინგის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი თემები, როგორებიცაა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების, ტანზიტის, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის, დროებითი შემოტანის, ექსპორტ-იმპორტის, რეექსპორტის პროცედურები, გადასახადები, აქციზი და სხვა პრაქტიკული საკითხები.

ტრენინგს უძღვებოდა გონერი ურიდია – შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, უნივერსიტეტ „ალტეს“ პროფესორი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.