Home » სიახლეები » შეხვედრა შრომის ინსპექციასთან

შეხვედრა შრომის ინსპექციასთან

შრომითი ურთიერთობები

7 ივლისს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გამართეს   შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორის მოადგილეებმა ნატო ნათენაძემ და მაია მიქაიამ.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები:

  • შრომის ინსპექტირების პროცესი, არსებული გამოწვევები და გამოვლენილი დარღვევები – შრომის უსაფრთხოების და შრომითი ურთიერთობების ჭრილში.
  • შრომის ინსპექციის მიერ დაგეგმილი სიახლეები.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული და შრომის უსაფრთხოების კომიტეტების წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრას კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.