14 ივნისს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „შრომის უსაფრთხოება HR პროფესიონალებისთვის.“
ვინაიდან, შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და შემდეგ მისი მართვის პროცესში HR პროფესიონალებს საკვანძო როლი აკისრიათ, დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა სატრენინგო მოდული, რომელიც მორგებულია ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების საჭიროებებს და ითვალისწინებს მათ ფუნქცია – მოვალეობებს.
ტრეინინგს უძღვებოდა ზურა ჩხეიძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ITCILO) მიერ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენერი.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.