Home » სიახლეები » 2020 წლის ÖPR პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება

2020 წლის ÖPR პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება

ქალები ბიზნესში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროექტების – შენ შეძლებ! და უკრაინიდან საქართველოში: ქალები ქალებისთვის,  შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავდა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ქალებში სამეწარმეო უნარების გაძლიერებას, ფინანსური წიგნიერების ამაღლებას, ნეთვოქრინგის გაზრდას  და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებმა მენტორებთან (გამოცდილ ბიზნესმენ ქალებთან) ერთად შეიმუშავეს ბიზნეს გეგმები და კონკურსის წესით გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც ფულადი პრიზი, ან მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცათ მათი სურვილის შესაბამისად.

გამართულ შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ბენეფიციარები,  გერმანიის საელჩოს, KWB-ს და უკრაინის მხარეები.

როექტს ახორციელებენ ორგანიზაციები “ЕЛЕОС-УКРАЇНА”, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და . ჰამბურგის კვალიფიკაციისა და დასაქმების დონის ამაღლების საკოორდინაციო ცენტრი (КWB e. V.) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.