Home » GEA-ს შესახებ » პარტნიორები

ჩვენ შესახებ

პარტნიორები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (2010 წლამდე „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო“) — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. ამჟამად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრია ნათია თურნავა.

ვებ-გვერდი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ყოფილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. პასუხისმგებელია ჯანმრთელობის სისტემის რეგულირებაზე, შრომის საკითხებზე და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამართულ მუშაობაზე საქართველოში, ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

ვებ-გვერდი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომელიც მინდობილ სფეროში ასრულებს კანონით განსაზღვრულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. სამინისტრო მდებარეობს ქ. თბილისში, გორგასლის ქ. N24-ში.

ვებ-გვერდი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრიმთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

ვებ-გვერდი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

ვებ-გვერდი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ყოფილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2019 წლის 13 ნოემბრდან მიხეილ ჩხენკელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრია.

ვებ-გვერდი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნა 2009 წლის 1 თებერვალს. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამინისტროს დებულების შესაბამისად.. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს და მისი კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

ვებ-გვერდი

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია და ექსპორტის ხელშეწყობა. დინამიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.   „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების/სასტუმროების შექმნისა და არსებული საწარმოს/სასტუმროს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა.   „აწარმოე საქართველოში ‒ ექსპორტის“ მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.   „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში

ვებ-გვერდი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას. პალატის მიზანია საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროექტების მეშვეობით პალატა უზრუნველყოფს კერძო სექტორის ინტერესების დაცვასა და განვითარებას.   პალატა განსაკუთრებით აქტიურია საერთაშორისო დონეზე, მას გააჩნია ფართო საერთაშორისო კავშირები და წარმოადგენს პალატების საერთაშორისო ქსელის განუყოფელ ნაწილს. პალატას გაფორმებული აქვს ასზე მეტი მემორანდუმი სხვადასხვა ქვეყნის, როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ პალატებსა თუ სხვა სახის ბიზნეს გაერთიანებებთან. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად პალატა წარმოადგენს ადგილობრივი მეწარმეებისთის საზღვარგარეთ ბიზნეს პარტნიორის მოძიების ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, აყალიბებს ბიზნეს წრეებს შორის საქმიან ურთიერთობებს და ხელს უწყობს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში.

ვებ-გვერდი

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია - GSMEA არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაპოლიტიკური და არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2010 წლის 10 სექტემბერს დაარსდა.   ასოციაციის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვა, ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენტული პირობების შექმნის ხელშეწყობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს-სექტორის მხრიდან აქტიური კომუნიკაციის დამყარება სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ვებ-გვერდი

2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია აერთიანებს 90-ზე მეტ ბიზნეს ჯგუფს, რომლებიც ჰოლდინგური ტიპის კომპანიებს წარმოადგენს. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი, თავის მხრივ, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციას მოიცავს. ამიტომაც, საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 600-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს.   ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა ხელისუფლებასთან.

ვებ-გვერდი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი უწყება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ვებ-გვერდი

ტრენერთა ასოციაცია წარმოადგენს პირველ ტრენერთა გაერთიანებას საქართველოში; ასოციაციის მთავარი დანიშნულებაა არაფორმალური საგანმანათლებლო სფეროს განვითარება;

ვებ-გვერდი

  • საქართველოს მედიატორთა ასოციაცია წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2019 წლის 14 დეკემბერს დაფუძნდა. ასოციაციის ძირითადი მიზნებია:
 
  • დაარეგულიროს მედიატორთა საქმიანობა და გახადოს მედიაცია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი;
  • განავითაროს მედიატორის პროფესია და განსაზღვროს მედიატორის კვალიფიკაციის საკითხები;
  • განსაზღვროს მედიატორთა პროფესიული ეთიკის ერთიანი სტანდარტი და უზრუნველყოს მისი აღსრულება დისციპლინური სამართალწარმოების წესით;
  • უზრუნველყოს კერძო და სასამართლო მედიაციის შეუფერხებელი ფუნქციონირება;
  • მედიაცია გახადოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ხშირად გამოყენებადი მექანიზმი;
  • გაზარდოს მედიაციის მიმართ ცნობადობა და აამაღლოს ნდობის ხარისხი;
  • დაიცვას მედიატორთა უფლებები;
  • დანერგოს და განავითაროს მედიაციის საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში.
მედიატორთა ასოციაციის მმართველი ორგანოებია ასოციაციის საერთო კრება, ასოციაციის თავმჯდომარე და აღმასრულებელი საბჭო. ასოციაციის მედიატორთა ეროვნულ რეესტრში ამჟამად 54 წევრია.

ვებ-გვერდი

  • თანამედროვე სადისტრიბუციო ბიზნესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სფეროში არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ,,საქართველოს დისტრტიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“-ში ერთიანდება ბაზარზე არსებული მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.   ასოციაციის წევრი კომპანიების, ასბოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს მსოფლიო ბრენდებს საქართველოს ბაზარზე და უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას, ასევე წევრებს წარმოადგენენ - ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა დისტრიბუციას/ექსპორტს ახორციელებენ საქართველოს ფარგლებს გარეთ.


ვებ-გვერდი

თურქეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო სფეროში განვითარებული თანამშრომლობა და საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთათვის საბანკო მომსახურების გაწევის საჭიროება გახდა საფუძველი იმისა, რომ 1998 წელს თბილისში გახსნილიყო ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი, რომელსაც 2013 წელს შეემატა ბათუმის, 2016 წელს მარნეულის სერვის-ცენტრი, 2018 წელს წერეთლის სერვის-ცენტრი, 2019 წელს ქუთაისის სერვის-ცენტრი, 2020 წელს ვაკეთილის და გლდანის სერვის ცენტრები.   ზირაათ ბანკი არის თურქეთის ერთ-ერთი  უმსხვილესი და უძველესი ბანკი, მისი კაპიტალის 100 % თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაა.

ვებ-გვერდი

საქართველოს საბანკო ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც აერთიანებს საქართელოში მოქმედ საბანკო და საფინანსო-საკრედიტო საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს საბანკო სფეროსთან და გამოხატავს საქართველოს საბანკო საზოგადოების ინტერესებს. საქართველოს საბანკო ასოციაცია დაფუძნებულია 2018 წლის 20 აგვისტოს და დღეისთვის აერთიანებს 14 საბანკო დაწესებულებას. ასოციაცია თანამშრომლობს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, ასოციაციებთან და კავშირებთან.

ვებ-გვერდი

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა 2013 წელს. ამ დროისთვის აერთიანებს 25,000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 2600 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა.   ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები. თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი ფერმერი.

ვებ-გვერდი

ევროპული ბიზნეს ასოციაციის შექმნის კონცეფცია საქართველოში გაჩნდა ჯერ კიდევ 2012 წელს დამფუძნებლების მიერ და წარედგინა ევროკავშირის დელეგაციას და ევროპული ქვეყნების საელჩოებს.   2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის და 2017 წელს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ აღნიშნული ინიციატივა აქტუალური გახდა მოლდოვასა და სომხეთის ევროპული ბიზნეს ასოციაციების დახმარებით და ევროკავშირის წარმომადგენლობის მრჩევლების, ევროპული ქვეყნების დიპლომატებთან კონსულტაციების შედეგად.   ევროპულ ბიზნეს ასოციაციას საქართველოში სხვა ასოციაციებისგან განასხვავებს მისი წევრობის ევროპული სტრუქტურა, ონლაინ ფორმატი და განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ასოციაციას არ აქვს უფლება მხარი დაუჭიროს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ისეთ მოგებაზე ორიენტირებულ კომპანიებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ასოციაციის ეთიკის კოდექსს და ქცევის წესებს.

ვებ-გვერდი

სპარკი თბილისის მერიის და ევროკავშირის ერთობლივი პროექტია, რომელიც ბიზნესის განვითარების სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს დამწყებ და უკვე მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესს და სტარტაპებს.   სპარკი არის ჰაბი ადამიანებისთვის რომელთაც აქვთ ბიზნეს იდეები თუმცა არ აქვთ წვდომა იმ რესურსებთან, რომელთა დახმარებითაც შეიძლება გარდაიქმნას ბიზნეს იდეა ბიზნეს გეგმად და მზად იყოს განსახორციელებლად.   სპარკის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბიზნეს იდეები და სჭირდებათ როგორც სამუშაო სივრცეები ისე პროფესიონალთა დახმარებაც. ამ ადამიანებს შესაძლოა არ ქონდეთ ბიზნეს განათლება, თუმცა თვლიდნენ რომ აქვთ ისეთი იდეები,რომლებსაც  ბიზნესად ჩამოყალიბების დიდი პოტენციალი აქვთ.

ვებ-გვერდი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ინგლ. European Bank for Reconstruction and Development) — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, საინვესტიციო მექანიზმი, რომელიც შეიქმნა 1991 წელს, 61 ქვეყნისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის (ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი) მიერ, საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად ცენტრალური ევროპისა და ცენტრალური აზიის 34 ქვეყანაში.   რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია ამ რეგიონში, რომელიც საკუთარი ფინანსების გარდა მობილიზებას უკეთებს უცხოურ ინვესტიციებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის. ბანკის მესაკუთრეა სამოცი ქვეყანა და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწილეები ძირითადად საჯარო სექტორს წარმოადგენენ, ინვესტიციები უმთავრესად კერძო სექტორში ხორციელდება. ინვესტიციების საშუალებით რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი ხელს უწყობს სტრუქტურულ და სექტორულ რეფორმებს, კონკურენციის განვითარებასა და პრივატიზაციას, ძლიერი ფინანსური ინსტიტუციებისა და სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბებას, ინფრასტრუქტურების განვითარებას და სხვა რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მანდატის თანახმად, ბანკი ითანამშრომლებს მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნებიან.

ვებ-გვერდი

საქართველოს  პროფესიული  კავშირების   გაერთიანება 1992 წელს შეიქმნა. მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებული იყო დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები, ისევე როგორც ორგანიზაციის დემოკრატიულობის და დამოუკიდებლობის  ხარისხი. 2006 წლიდან, ორგანიზაცია სრულად გათავისუფლდა პოლიტიკური და ცალკეულ ინტერესეთა ჯგუფების გავლენისაგან და დღემდე, მისი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს მმართველობის დემოკრატიული პრინციპები, საქმიანობის ტრანსფარენტულობა და ანაგრიშვალდებულება საკუთარი წევრების, საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს წინაშე.   საქართველოს  პროფესიული  კავშირების  გაერთიანება არის არასამეწამეწაო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს  კანონმდებლობის და წესდების შესაბამისად. მისი მთავარი მიზანია:   ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის, სახელმწიფოსა და საზოგადოების შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესებს, სოციალური და დემოკრატიული  სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და პროფესიული კავშირების  დამოუკიდებლობის დაცვას, შრომით ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების დადებას და შრომითი ურთიერთობის ცივილიზებული პრაქტიკის დამკვიდრება, ქალთა და ბავშვთა შრომითი უფლებების დაცვა, მშრომელთა გაფიცვების დემონსტრაციების და მანიფესტების ორგანიზება,  გენდერული თანასწორობის დაცვა და ა.შ.

ვებ-გვერდი

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ წარმოადგენს “საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის” სამართალმემკვირდეს და ის მიზნად ისახავს საქართველოში გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვას. ჩვენ ვაერთიანებთ სახელმწიფო გადასახადების გადამხდელ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათ მიერ გადახდილი ფულის ოპტიმალურ ხარჯვაში.   „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ თავისი მიზნების მისაღწევად 3 მიმართულებით მუშაობს:  

  • საგანამათლებლო პროექტები
  • კვლევები
  • ადვოკატირება


ვებ-გვერდი

TPsolution ქართულ და ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული აუდიტორული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს გამორჩეულ, ენთუზიაზმით აღსავსე, მაღალკვალიფიციურ ახალგაზრდა პროფესიონალებს.

ვებ-გვერდი

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) — გაეროს სპეციალიზირებული სააგენტო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია შრომითი ურთიერთობის საკითხების დარეგულირებით. დღევანდელი მონაცემებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია 187 ქვეყანა. 1920 წლიდან ორგანიზაციის შტაბ-ბინა — შრომის საერთაშორისო ბიურო მდებარეობს ჟენევაში. აქვს საკუთარი წესდება, ჰყავს წევრები, საკუთარი ორგანოები, ბიუჯეტი და მომსახურე პერსონალი; მას გაეროსთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვავს მათ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას. 1969 წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია დაჯილოვდა ნობელის მშვიდობის პრემიით.   შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა, ჩამოაყალიბოს შრომითი სტანდარტები კონვენციების და რეკომენდაციების ფორმით და განახორციელოს ზედამხედველობა იმაზე, თუ როგორ ახორციელებენ მათ წევრი სახელმწიფოების მთავრობები ეროვნულ დონეზე. ეს შრომითი სტანდარტები თავისი ხასიათით შეიძლება იყოს ტექნიკური, თუმცა ისინი აგრეთვე შეიცავენ ადამიანის უფლებათა კომპონენტს, რომელიც კონკრეტულად ქალების შრომით უფლებებს უკავშირდება.

ვებ-გვერდი

ადგილობრივი პარტნიორები
საერთაშორისო პარტნიორები