Home » ტრენინგ ცენტრი » საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები

საბაჟო მოთხოვნები და პროცედურები

ტრენინგის შინაარსი:

ტრენინგის მიზანია საბაჟო სფეროში ბოლო პერიოდში  განხორციელებული საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ცვლილებების გაცნობა კომპანიების წარმომადგენლებისათვის რაც მათ საშუალებას მისცემს უშუალოდ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საჭირო პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებზე და გაერკვნენ დღეისათვის მოქმედ საბაჟო პროცედურების  ნიუანსებში. ტრენინგის მონაწილეებს ასევე შეეძლებათ მიიღონ ყველა იმ საკითხზე პასუხები, რომლებიც მათ აინტერესებთ ან ხშირად ექმნებათ პრობლემები.

ტრენინგებისა და სემინარების ჩასატარებლად მოწვეულნი იქნებიან, როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი თანამშრომლები, ასევე კვალიფიციური და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.

ტრენინგის ფორმატი:
სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.