HACCP სისტემა

სურსათის უვნებლობა და HACCP

სურსათის უვნებლობა და HACCP სისტემა

სასწავლო მოდულის მიზანი

კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ დიპლომირებული, ზოგადი განათლების მქონე, სურსათის უვნებლობის ან მომიჯნავე სფეროებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაინტერესება აღნიშნული კურსის გავლისა კვალიფიკაციის/კომპეტენციის ამაღლების/დადასტურების მიზნით.

ტრენერი:

ანი თეგეთაშვილი – სურსათის ტექნოლოგი, ორგანული ქიმიის მაგისტრი სურსათის უვნებლობის სპეციალისტი. 10 წლიანი გამოცდილება პრაქტიკული და სასწავლო მიმართულებებით.

სასწავლო მოდულის შინაარსი:

ტრენინგი მოიცავს ორ განყოფილებას სურსათის უვნებლობის ნაწილსა და HACCP სისტემის მიმოხილვას.

სურსათის უვნებლობის ნაწილში განხილული იქნება:

  • აღნიშნულ სფეროში გამოყენებული ტერმინოლოგიის განმარტებები;
  • სურსათის ქიმია და მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე, კვებითი ღირებულების გამოანგარიშება;
  • სურსათის უვნებლობის პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოში;
  • სურსათის უვნებლობა, ხარისხი და ფალსიფიკაცია;
  • დეტალურად განიხილება სურსათისა და სასურსათო ნედლეულის ქიმიური, ფიზიკური და ბიოლოგიური საფრთხეები – მათი გავლენა ორგანიზმზე და თავდაცვის მეთოდები.

HACCP სისტემის მიმოხილვის ნაწილში განიხილება:

  • პირველადი წარმოების მიმოხილვა;
  • წინასწარი მოსამზადებელი პროგრამები და ძირითადი პრინციპები;
  • ტექნოლოგიური ბარათის, საწარმოო ბლოკ-სქემისა და გადაწყვეტილების ხის მნიშვნელობისა და შექმნის განხილვა;
  • კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრა და ზღვრების დადგენა;
  • მონიტორინგისა და გადამოწმების გეგმის შემუშავება;
  • მაკორექტირებელი ქმედებების შემუშავება და ჩანაწერების შედგენა;
  • საკონტოლო ჩანაწერების სისტემის შექმნა და საწარმოო დოკუმენტაციის მაგალითების განხილვა;
  • მიკვლევადობის მნიშვნელობისა და პრინციპების განხილვა.

სასწავლო მოდულის ხანგრძლივობა:

სურსათის უვნებლობის სფერო – 5 სამუშაო საათი; HACCP სისტემის მიმოხილვა – 5 სამუშაო საათი.

სწავლების მეთოდები:

თეორიული ნაწილი – სალექციო მასალის მოსმენა, ვიზუალური მასალის ხილვა მომზადებული პრეზენტაციის სახით. პრაქტიკული ნაწილი – სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოებზე მუშაობა ჯგუფურად და ინდივიდუალურად.

სამიზნე აუდიტორია:

  • სასურსათო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით განათლების მქონე პირები;
  • კვების ობიექტებზე ან საკვებთან შეხებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლები;
  • სურსათის უვნებლობით დაინტერესებული პირები.

სწავლების შედეგები:

  • სურსათის შემადგენლობის, სარგებლიანობისა და ზიანის მიყენების შესაძლებლობის გააზრება.
  • სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის სისტემის მნიშვნელობის, გამოყენებისა და პრაქტიკაში განხორციელების გადახედვა.
  • საფრთხეების იდენტიფიცირებისა და პრევენციული ზომების შეფასება.
  • წარმოების კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტაციის შექმნა.

ტრენინგის ჩატარების თარიღი, დრო და ადგილი:

27-28 ივნისი, 10:00-16:00 სთ.

მისამართი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.

ტრენინგის ღირებულება:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის: 250 ლარი დღგ-ს გარეშე;
  • არაწევრი კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 350 ლარი დღგ-ს გარეშე.

ტრენინგზე რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeApi8LfEE8oUv8arsxttKN8gmM6ACSzHGj9m57ksvoqkeq5A/viewform?fbclid=IwAR0_KWX7zH5IqSYUU59to_PMk49ZnhN04c-nxoiVJX-MTYuEdnlJePnf7l8

ჩამოტვირთე ტრენინგის ბროშურა

დღე

ივნ 27 - 28 2023
Expired!

საათი

10:00 am - 4:00 am
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი

ადგილმდებარეობა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი
ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი, სართ. 3

ორგანიზატორი

ცირა იობაშვილი
ტელეფონი
598 544 415
ელ-ფოსტა
office@employer.ge