შრომის უსაფრთხოება

შრომის უსაფრთხოება HR პროფესიონალებისთვის

ტრენინგის შესახებ:

სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დანერგვისა და მართვის პროცესში უმნიშვნელოვანეს რგოლს HR პროფესიონალები წარმოადგენენ. კომპანიებში მათი პასუხიმგებლობის ქვეშ ექცევა შრომის უსაფრთხოების კულტურის დანერგვა კომპანიებში, თანამშრომელთა მოტივაციის სისტემების შექმნა და ინსპექტირების პროცესში ჩართულობა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა სატრენინგო მოდული, რომელიც მიზნად ისახავს HR პროფესიონალების მომზადებას შრომის უსაფრთხოების არსებითი საკითხების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. მოდული მორგებულია ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერების საჭიროებებს და ითვალისწინებს მათ ფუნქცია-მოვალეობებს.

ტრენინგის შინაარსი:

  • ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ – მომოხილვა
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის საფუძვლები – მოკლე მიმოხილვა
  • სამუშაო სივრცეში რისკების შეფასების წესი
  • სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების აღრიცხვის, მოკვლევისა და ანგარიშგება
  • ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდების შესახებ
  • პროფესიული დაავადებები
  • ქიმიური ნივთიერებების მართვა
  • შრომის უსაფრთხოების მართვის ძირითადი დოკუმენტაცია
  • დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება
  • ერგონომიკა
  • ზოგადი ინსტრუქტაჟი – სტრუქტურა.

ტრენერი:

ზურა ჩხეიძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ITCILO) მიერ სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების ტრენერთა ტრენერი.

ტრენინგის ხანგრძლივობა 6 საათი.

ტრენინგის დრო და ადგილი:

14 ივნისი, 2023

10:00-16:00 სთ

მისამართი, თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106, მე-3 სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი

ტრენინგის ღირებულება:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის 200 ლარი დღგ-ს გარეშე
  • სხვა კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 300 ლარი დღგ-ს გარეშე.

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა 12 ივნისი 18:00 სთ.

სარეგიტრაციო ლინკი: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeOLSgGGsGP7qLoE2W-nxedU6r2tGYF4xFlWupf_F_jS91_XA/viewform

ჩამოტვირთე ტრენინგის ბროშურა

ჩამოტვირთე დღის წესრიგი

 

საკონტაქტო პირი:

ცირა იობაშვილი

მობ.: 598 544 415

ელ-ფოსტა: office@employer.ge

ვებ-გვერდი: www.employer.ge

 

 

დღე

ივნ 14 2023
Expired!

საათი

10:00 am - 4:00 pm
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი

ადგილმდებარეობა

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი
ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი, სართ. 3

ორგანიზატორი

ცირა იობაშვილი
ტელეფონი
598 544 415
ელ-ფოსტა
office@employer.ge