logo

http://newsday.ge - ფინანსთა მინისტრის მოადგილე დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდება

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი   „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრაზე ბიზნესმენები საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით განხორციელებულ ცვლილებებს და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სიახლეებს გაეცნობიან.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ასევე, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების პრეზენტაცია შედგება.

https://goo.gl/Ud1Dv7