Home » სიახლეები » დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომითი ურთიერთობების კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა

დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომითი ურთიერთობების კომიტეტის მორიგი შეხვედრა გაიმართა

შრომითი ურთიერთობები

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომითი ურთიერთობების კომიტეტის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა შრომითი ურთიერთობებში არსებული აქტუალური გამოწვევები. კერძოდ, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალი (48 საათიანი სამუშაო დროსთან დაკავშირებით) და კოლექტიური შრომითი ურთიერთობები. აღნიშნული საკითხების ირგვლივ კომიტეტის წევრებმა წამოაყენეს კომპანიებში არსებული პრობლემები, რაც მათ ოპერირებაში უშლის ხელს. მასზე დაყრდნობით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, თავის მხრივ, შეიმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელსაც შესაბამის უწყებებს წარუდგენს.

ამასთანავე, შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული მემორანდუმის მიზნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის მიზნების აღსრულებაში კომიტეტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.