logo

რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე

ტრენინგი თემაზე:
„რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“


ზოგადი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 მარტის #81 დადგენილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტოში შეიქმნილია -„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი“, რომლის მიზანია საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის მომზადება და ორგანიზაცია- დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების ინსპექტირება.


საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის #19 დადგენილებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც ასევე ითვალისწინებს შრომის პირობების შესწავლას, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით.


განხილვის პროცესშია კანონპროექტი: „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“. აღნიშნულ კანონპროექტში აქცენტი გაკეთებულია სამუშაო ადგილებზე არსებული საფრთხეების გამოვლენასა და რისკების შეფასებაზე, რომლის საფუძველზეც კომპანიამ უნდა მოახდინოს საფრთხეების აღმოფხვრის და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება.


აღნიშნულ კანონთან ერთად ძალაში შევა შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც შემუშავებული იქნება (შემუშავების პროცესი მიმდინარეობს) ევრო დირექტივების მოთხოვნების საფუძველზე. რეგულაციების შემუშავების პროცესში მონაწილეობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ექსპერტები. ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ასოციაცია ამზადებს სატრენინგო პროგრამებს ამ რეგულაციების მოთხოვნების შესწავლის მიზნით, რომლის ჩატარების შესახებ დამატებით ეცნობებათ დაიტერესებულ კომპანიებს.


ყოველივე აქედან გამომდინარე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია კომპანიების დახმარების მიზნით სისტემატურად გაახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა დამსაქმებლები მეტ-ნაკლებად მომზადებულნი შეხვდნენ შრომის უსაფრთხოების ახალ მოთხოვნებს.


აღნიშნული სატრენინგო პროგრამა მომზადებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციი მიერ, რომლის ძირითადი პრინციპებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება შრომის ინსპექცია.

 

ტრენინგის მიზანი:

აღნიშნული სატრენინგო პროგრამის მიზანია, საწარმოში/ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრის/შეფასების, მათი შემცირების ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა. პროგრამა პრაქტიკული გამოყენებისაა და ასეთი სისტემის დანერგვა ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ შრომის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პირობებისთანამედროვე სტანდარტების და მიდგომების დანერგვა, საშუალებას იძლევა არა მხოლოდპერსონალის უსაფრთხოების გარანტიებს, არამედ ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლებისზრდას, კერძოდ:


თემატიკა:

 


დამატებითი ინფორმაცია:

ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით პრაქტიკული გამოყენების მიზნით ქართულ ენაზე დაბეჭდა სახელმძღვანელო „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“. მოცემული სახელმძღვანელო, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, მოიცავს სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენისა და რისკის შეფასების მეთოდებს. სახელმძღვანელოში მოყვანილი მეთოდები და პროცედურები საშუალებას იძლევა რეალიზებული იქნეს რისკების შეფასების საკმაოდ მოქნილი სისტემა. სახელმძღვანელო შედგენილია ისე, რომ მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა საწარმოსა და ორგანიზაციებში მათი საქმიანობის სფეროსა და სიდიდის მიუხედავად.

აღნიშნული სახელმძღვანელო გადაეცემათ ტრენინგის მონაწილეებს.

სახელმძღვანელოს შეძენა შეუძლიათ, ასევე იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ მონაწილეობენ სატრენინგო პროგრამაში.

 


ტრენერი:


ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი: ბ-ნი დავით ჩიჯავაძე.

 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფები:

 


სატრენინგო პროგრამა განკუთვნილია იმ სპეციალისტებისთვის , რომლებიც ზედამხედველობას უწევენ შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვას თავიანთ საწარმოში/ორგანიზაციაში ასევე შრომის და ტექნიკური უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის საწარმოო ქვედანაყოფების მენეჯერებისთვის .

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

მის: ქ. თბილისი, ბოხუას ქ. N4 (ბელიაშვილის N8, მიონის ბიზნეს ცენტრი) მესამე სართული - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.