logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხზე ფორუმი გაიმართა

http://www.gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/33920

ევროკავშირის მხარდაჭერით, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართა.

 შეხვედრაზე საწარმოებში ნარჩენების ეფექტური მართვის ღონისძიებების გატარების შესაძლებლობები  განიხილეს.

გარდა ამისა, ფორუმზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში  ქართულ საწარმოებში განხორციელებული ნარჩენების მართვის ღონისძიებების პრაქტიკული მაგალითები.

პროექტის ხელმძღვანელის  მალხაზ ადეიშვილის თქმით, გარემოს დაცვის და ბიზნესის გაუმჯობესება რესურსების უფრო ეფექტური გამოყენებითაა შესაძლებელი.

"გარემოს დაცვა და ბიზნესის გაუმჯობესება  რესურსების უფრო ეფექტური გამოყენებითაა შესაძლებელი. რაც გულისხმობს, ენერგო და ბუნებრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას.ჩვენ ვასწავლით დაინტერესებულ მხარეებს, როგორ შეიძლება ეს ორი მიმართულება ერთიანი მიზნით განხორციელდეს,"- განაცხადა  მალხაზ ადეიშვილმა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე -პრეზიდენტის, მიხეილ კორძაიას განცხადებით, რეალურად ჩვენ შორს  ვართ იმ სტანდარტებიდან, რასაც პროექტი მიზნად ისახავს, თუმცა აღნიშნული საკითხით, კომპანიები უკვე დაინტერესებულები არიან.

 "დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე,  ჩვენ შორს  ვართ იმ სტანდარტებიდან, რაც დასახულია მიზნად. ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს საქართველოს მასშტაბით კომპანიების დაინტერესებას ამ კუთხით, რაც სავარაუდოდ,  მომავალში  კიდევ  უფრო  გაფართოვდება," _განაცხადა  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე -პრეზიდენტმა  მიხეილ კორძაიამ.