საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ქვეყანაში შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების კუთხით არსებული დისბალანსის პრობლემის საპასუხოდ ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთან.
ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა კომიტეტში/კომისიაში, რათა წარმოადგინოს ბიზნესის საჭიროებები;
სისტემატურად ატარებს კვლევებს ბიზნესის საკადრო საჭიროებების გამოსავლენად და დაინტერესებულ მხარეებს წარუდგენს ანგარიშებს;
ასოციაცია აქცენტს აკეთებს პროფესიულ განათლებაზე, მის პოპულარიზებასა და კერძო სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების დაახლოებაზე, რათა შრომის ბაზარზე მომზადდეს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები;
პროფესიული დუალური განათლების პოპულარიზებას ასოციაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამთავრობო უწყებების, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს.