Home » საქმიანობა » შრომის უსაფრთხოება

საქმიანობა

შრომის უსაფრთხოება

შრომის უსაფრთხოება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სფეროში:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია 2008 წლიდან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ბიზნეს სექტორს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სისტემის დანერგვას, ტრენინგებსა და საკონსულტაციო მომსახურებას;
  • ამავე პერიოდიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ნერგავს კომპანიაში შრომის უსაფრთხოების საერთაშირისო სტანდარტებს (OHSAS 18001, ამჟამად ISO 45001);
  • 2015 წლიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც მთავრობის ოფიციალური სოციალური პარტნიორი ჩართულია შრომის უსაფრთხოების კანონის შემუშავებასა და შრომის ინსპექციის ინსტიტუტის შექმნაში საქართველოში;
  • 2018 წელს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია გახდა პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელმაც მოიპოვა უფლება განეხორციელებინა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი;
  • 2018 წლიდან ბაზრის მოთხოვნის გათვალისწინებით საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ შეიმუშავა შრომის უსაფრთხოების გარე/აუთსორსინგული მომსახურება, რომელიც ეფუძნება მრავალწლიან გამოცდილებას აღნიშნულ სფეროში;
  • 2019 წელს შრომის უსაფრთხოების აუთსორსინგული მომსახურების სპეციალისტების გუნდმა გაიარა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სპეციალური კურსი, აიმაღლეს კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით და მოიპოვეს შესაბამისი სერტიფიკატები;
  • 2020 წლისთვის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია რამდენიმე ათეულ საშუალო და დიდი ზომის კომპანიას აწვდის უსაფრთხოების აუთსორსინგულ სერვისს;
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წარმოდგენილია საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის – “საქართველოში შრომის პირობების/შრომითი ურთიერთობების, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება“სამუშაო ჯგუფში.

 

ასოციაცია ბიზნეს სექტორს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მომსახურების სრულ სერვისს. კერძოდ:

  • აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურება შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში;
  • შრომისა უსაფრთხოების სპეციალისტის მომსახურება/უთსორსინგი;
  • ჯგუფური და კორპორატიული ტრენინგები შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებში;
  • სახანძრო უსაფრთხოების აუდიტი;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამა;
  • სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა (ISO 45001).

 

ასოციაციის მიერ გაწეული მომსახურების უპირატესობები:

  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში;
  • წარმოადგენს მთავრობის ოფიციალურ სოციალურ პარტნიორს;
  • მომსახურების გაწევას უზრუნველყოფენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ექსპერტები და სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების მენეჯერები;
  • შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა ხორციელდება არა მხოლოდ ადგილობრივი საკანონმდებლო რეგულაციების, არამედ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  • აუთსორსინგული მომსახურების ფარგლებში ვიღებთ ფინანსურ პასუხისმგებლობას შრომის ინსპექციის მიერ კომპანიის დაჯარიმების/სანქცირების შემთხვევაში;
  • შრომითი ურთიერთობების საერთაშორისო ექსპერტების/იურისტების მომსახურება;
  • მომსახურებას უზრუნველვყოფთ მთელი საქართველოს მასშტაბით.