საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მცირე და საშუალო ზომის მეწარმეთა განვითარება. ამ მიზნით ასოციაცია დაინტერესებულ მხარეებთან – მთავრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან/დონორებთან ერთად მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაძლიერება;
ფინანსური განათლების გაუმჯობესება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მეწარმეობაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების სისტემის განვითარება;
ქალთა მეწარმეობის წახალისება;
DCFTA-ის პერსპექტივების და მოთხოვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
მცირე და საშუალო საწარმოთა ექსპორტის სტიმულირება;
ბიზნესის პასუხისმგებლიანი ქცევის (Responsible Business Conduct RBC) პოპულარიზაცია;