Home » სიახლეები » დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები საწარმოო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს გაეცნენ

დამსაქმებელთა ასოციაციის წევრები საწარმოო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს გაეცნენ

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ წევრი კომპანიებისთვის ნარჩენების მართვის თემაზე დისტანციური შეხვედრა გაიმართა.

მსჯელობა შეეხო ორ ძირითად საკითხს:

  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნარჩენების მართვის სტრატეგია და მოთხოვნები;
  • მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის დაფუძნება და მისი როლი.

შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის  ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში ხათუნა ახალაია.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანი, რომელთან კითხვა-პასუხის რეჟიმში სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნების შესახებ დამსწრე კომპანიებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს.