logo

სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა

ტრენინგი თემაზე:
„სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“


ზოგადი ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:


საქართველოს მთავრობის 2015 წლის 2 მარტის #81 დადგენილების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტოში შეიქმნილია -„შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი“, რომლის მიზანია საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის მომზადება და ორგანიზაცია-დაწესებულებებში შრომის უსაფრთხოების არსებული პირობების ინსპექტირება.


საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის #19 დადგენილებით დამტკიცდა „შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს შრომის პირობების შესწავლას, სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით. მონიტორინგის განხორციელების პროცესში მოწმდება ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება შრომის უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის საკითხებს.

 

ტრენინგის მიზანი:


სატრენინგო პროგრამის მიზანია კომპანიებისთვის საწარმოში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ კომპანიას, მიუხედავად მისი სიდიდისა. ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს დასაქმებულთა ჯანმრთელობის და კომპანიის ქონების დაცვა. ტრენინგის შემდეგ მონაწილეებმა უნდა შეძლონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და საევაკუაციო სქემების შემუშავება.

 

ტრენინგის სამიზნე ჯგუფები:


სატრენინგო პროგრამა განკუთვნილია საწარმოში/ორგანიზაციაში კომპანიის ტექნიკური მენეჯერებისთვის და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტებისთვის.

 

თემატიკა:

ასევე, ტრეინინგის დროს განხილული იქნება ყველა ის მოთხოვნები და რეგულაციები, რომლებიც დღეს მოქმედებაშია და რომლის საფუძველზეც განხორციელდება შრომის პირობების მონიტორინგი.

 

ტრენერი:


ასოციაციის შრომის უსაფრთხოების ცენტრის ILO–ს (შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის) სერტიფიცირებული ტრენერი: ბ-ნი დავით ჩიჯავაძე.

 

ტრენინგის ჩატარების ადგილი

მის: ქ. თბილისი, ბოხუას ქ. N4 (ბელიაშვილის N8) (მიონის ბიზნეს ცენტრი) მესამე სართული, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი.