employer.ge logo

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

date2021-07-15

მიმდინარე


კურსის მოკლე აღწერა: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ კურსს სამშენებლო სამართალში, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული სამშენებლო სამართლის არსი და ბუნება, სუბიექტები, სამართლებრივი წყაროები, სამართლებრივ ნორმათა მოქმედებისა და აღსრულების საკითხები. გარდა თეორიული ნაწილისა, კურსი დატვირთული იქნება პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და არაერთი პრეცედენტული სასამართლო გადაწყვეტილების გაანალიზდებით. მსმენელები ასევე მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს და რეკომენდაციებს ხელშეკრულებების ფორმებისა და სახეების შესახებ. კურსი დაფუძნებულია იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რასაც საქართველოში არსებული სამშენებლო კომპანიები აწყდებიან სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, კონტრაქტორებთან და დამკვეთებთან ურთიერთობებში. კურსის მიზანია, მსმენელმა:

  • საფუძვლიანად შეასწავლოს მონაწილეს ქართული სამშენებლო სამართლის ძირითადი პრინციპები და ნორმატიული საფუძვლები;
  • განავითაროს მონაწილის შესაძლებლობა, მოახდინოს კონკრეტული სიტუაციისათვის რელევანტური სამართლებრივი ნორმების იდენტიფიკაცია, გამოყენება და შედეგად მართებული შეფასების გაკეთება;
  • ქართული სამშენებლო სამართლში, განავითაროს მონაწილის ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • განუვითაროს მონაწილეს სამშენებლო ურთიერთობის სუბიექტებთან მოლაპარაკებების წარმოებისა და საკვანძო საკითხებზე შეთანხმების მიღწევის უნარი;
  • მონაწილე დაეუფლოს პრაქტიკაში გამოყენებადი ხელშეკრულებების შედგენის ტექნიკას და უნარ-ჩვევებს;
  • განუვითაროს მონაწილეს დასაბუთებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო სამართლებრივი დოკუმენტების შექმნისა და სამართალწარმოების უნარი.

კურსის სამიზნე ჯგუფი: კურსი განკუთვნილია სამშენებლო სამართლით დაინტერესებული პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტრესებული პირებისთვის.    გამოყენებული პრაქტიკული მეთოდები:

  • პრაქტიკული საკითხების განხილვა;
  • სხვადასხვა პრაქტიკული კაზუსები;
  • მოკლე სავარჯიშოები;
  • ჯგუფური დავალებები;
  • პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სხვ.

კურსს წარუძღვება: ნიკოლოზ აბუთიძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კონსულტანტი, იურიდიული კომპანია JG Counselors-ის აღმასრულებელი დირექტორი, 8 წლიანი პრაქტიკული და 4 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სამართლის მიმართულებით. ალექსანდრე ქამუშაძე - იურიდიული კომპანია “GLCC”-ის დირექტორი - 15 წლიანი პრაქტიკული და 3 წლიანი აკადემიური სამუშაო გამოცდილება სამშენებლო სამართლის მიმართულებით. კურსის ფარგლებში ასევე მოწველი იქნებიან, პრაქტიკოსი არქიტექტორი, ადგილობრივი მუნიციპალტეტისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. კურსის ჩატარების ადგილი: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზი, მის: ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი, სართ. 3   კურსის ხანგრძლივობა: დასაწყისი - 13 ივლისი. 30 საათი - 6 კვირა - კვირაში 2 დღე, სამშაბათი და ხუთშაბათი 15:00 სთ-დან 20:00სთ-მდე.   ფასები და პირობები: საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის - 650 ლ (დღგ-ს გარეშე); არაწევრი კომპანიებისთვის - 950 ლ (დღგ-ს გარეშე).   დამატებითი ბენეფიტები მსმენელებისთვის: კურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში, მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დამატებითი კონსულტაცია კურსის მსვლელობის დროს გავლილ საკითხებთან დაკავშრებით.   კურსზე რეგისტრაცია: კურსით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 8 ივლისისა. დარეგისტრირდით    

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-02-28

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...