employer.ge logo

ახალი ვორქნეტის პრეზენტაცია

date2023-11-22

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის დასაქმების სააგენტოს ახალი „ვორქნეტის“ პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას კადრების დეფიციტი წარმოადგენს. მასზე საპასუხოდ დასაქმების სააგენტოს მიერ მომზადდა შრომის ბაზრის მართვის ახალი საინფორმაციო სისიტემა, სადაც დამსაქმებელს ექნება შესაძლებლობა  დარეგისტრირდეს და თავად განათავსოს ვაკანსია, ან მოიძიოს სისტემაში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები, მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ სისიტემას ექნება ავტომატიზირებული ,,მეჩინგი“/ ფუნქცია რაც ნიშნავს, რომ სისტემა  ავტომატურად  დაიდენტიფიცირებს ვაკანსიებს და შესაბამის კანდიდატებს, რაც ძალიან დიდ სამუშაო ადამიანურ რესურს გაათავისუფლებს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალი პლატფორმის გასაუმჯობესებლად ბიზნეს სექტორის მხრიდან რეკომენდაციებისა და უკუკავშირის მოსმენა.

პრეზენტაციას უძღვებოდა დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ველთაური.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრაქტიკოსი რეკრუტერები და HR პროფესიონალები, რომლებსაც უშუალოდ შეხება აქვთ ვაკანსიების გამოქვეყნებასთან და კადრების მოძიებასთან.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...