employer.ge logo

ბიზნეს სექტორის შეხვედრა სემეკის წევრებთან

date2016-12-13

დასრულებული


2016 წლის 13 დეკემებერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნეს სექტორს შეხვდა.

შეხვედრას სამთავრობო უწყებების და ელექტროენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას გახსნის „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ. ხოლო, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: კომისიის წევრი გოჩა შონია, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე; მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამარ ბარსონიძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ლაშხია;

შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კომპანიებს ჰქონდათ საშუალება, პირდაპირი დიალოგის რეჟიმში, დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას გადასცა მადლობის სიგელი ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...