employer.ge logo

ასოციაციის ვიზიტი ბრიუსელში

date2024-03-30

დასრულებული


ბრიუსელში 5 დღიანი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი და ბორდის წევრები.

GEA-ს წარმომადგენლების ვიზიტი მიზნად ისახავდა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადების პროცესში ბიზნესთან დაკავშირებული სტრუქტურების ადგილზე გაცნობა, გაფართოების პოლიტიკის ხელშეწყობა დამსაქმებელთა ასოციაციის პერსპექტივით, ე.წ EU Cohesion Policy, ინტეგრაციის პროცესის, ბიზნეს გარემოს და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ გამოცდილების გაზიარება და სხვ..

ამ მიზნით გაიმართა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და ისეთი სტრუქტურების წარმომადგენლებთან, როგორებიცაა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR), BusinessEurope, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტი (EESC), გერმანიის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება და მათ წარმომადგენლობა ევროპის კავშირის ქვეყნებში, მეკლენბურის დასავლეთ-პომერანიას ფედერალური მიწის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ევროპის კავშირში და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა Nordmetall-ის წარმომადგენლებთან ჰამბურგში (გერმანია).

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესი ადგილობრივი ბიზნეს სექტორისთვის ნაკლებად სტრესული და შემაფერხებელი აღმოჩნდეს.

ბრიუსელში ვიზიტი გაიმართა BWMV. e. V-ს პროექტის ფარგლებში – SEQUA/BMZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...