employer.ge logo

ასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრა თბილისის მერთან

date2017-04-01

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი დედაქალაქში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. ასევე, შეხვედრაზე დამსწრე ბიზნესმენებს ინფორმაცია ქალაქის გენერალური გეგმის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო დისკუსიის რეჟიმს. მეწარმეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მერიის წარმომადგენლებთან ერთად შემდეგ საკითხებზე მსჯელობა:

• რა კეთდება მერიის მიერ დამატებითი ინვესტიციის მოსაზიდად, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდასაჭრად და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; რა არის ამ მიმართულებით, მომავალში მოსალოდნელი.

• რა მდგომარეობაა თბილისში ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა კეთდება თბილისში ნარჩენების გადამუშავების კუთხით და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

• ტაქსების მოძრაობის მოწესრიგების საკითხები: მოუწესრიგებელი მოძრაობა, ტექნიკური გაუმართაობის პრობლემები, პარკირების წესები, ადგილები და სხვ.

• საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობისა და მეწარმეობის მხარდაჭრის კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრობლემების გადაწყვეტას, რომელსაც აწყდებიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, ახალი საწარმოების ამოქმედებისას. კონკრეტულად ქალაქის ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციებთნ (ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია და გზა) მიერთების პორცესში. რა ღონისძიებებს ატარებს მერია, მათი დახმარებისა და ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.

• რა ხელშეწყობა შეიძლება გაუწიოს პროდუქტის პოპულარიზების მიზნით მცირე მეწარმეებს თბილისის მერიამ.

• ასევე, მერიის ხედვა, პოზიცია ქალაქის განაშენიანებასთან მიმათებაში და ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესის მიმოხილვა.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე, არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ზურაბ წიკლაური, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი კახა გვანცელაძე ესწრებოდნენ.

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ (GEA) აგრძელებს შეხვედრების ორგანიზებას სამთავრობო სტრუქტურის სხვადასხვა წარმომადგენლებთან ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...