employer.ge logo

კონფერენცია შრომის უსაფრთხოების თემაზე - მე-2 დღე

date2018-09-13

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ინიციატივით, დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის (IOE) ეგიდითა და ევროკავშირის მხარდაჭერით გამართული კონფერენცია თემაზე: „შრომის უსაფრთხოება, გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“, დღეს დაიხურა.

კონფერენცია ორ ძირითად მიზანს ისახავდა. პირველი, შრომის პოლიტიკის არსებული სიტუაციისა და პერსპექტივების შესახებ პოზიციების წარმოდგენას სოციალური პარტნიორებისა და მისი მხარდამჭერი ორგანიზაციების მხრიდან. მეორე, კონფერენციაზე შემუშავდა დამსაქმებელთათვის შრომის უსაფრთხოების სერვისების ეფექტური მოდელი და შემუშავდება/შეთანხმდება ქვეყანაში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხა.

კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, დამსაქმებლების, პროფკავშირების, ჯანდაცვის სამინისტროსა შრომისა და დასაქმების დეპარტამენტისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.

კონფერენციის პირველი სესია დაეთმო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას. ასევე, საერთაშორისო ექსპერტების (ILO, IOE, ITC ILO) რეკომენდაციების საფუძველზე განისაზღვრა ასოციაციაში არსებული შრომის უსაფრთხოების სერვისების განვითარების გზები და საშუალებები.

ამასთან, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა ორგანიზაციაში განორციელებული შრომის უსაფრთხოების მხარდამჭერი ღონისძიებების ანგარიში.
მეორე სესია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, ექსპერტებმა, შრომის უსაფრთხოების მენეჯერებმა, პროფკავშრებმა, მთავრობის წარმომადგნლებმა და არასამთავრობო სექტორმა იმსჯელეს მძიმე, საშიშპირობებიანი და მავნე სამუშაოთ ნუსხის შესახებ. შედეგად, შემუშავდა აღნიშნული სიის პირველადი ვერსია, რომელიც შემდგომში გადაიხედება და საბოლოო სახით ჩამოყალიბდება უახლოეს პერიოდში.

შრომის უსაფრთხოების თემაზე გამართულ კონფერენციაზე 50-ზე მეტი ორგანიზაცია/კომპანია იღებდა მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...