employer.ge logo

შრომის უსაფრთხოების მენეჯერების მოსამზადებელი კურსი

date2019-03-18

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადასამზადებელი ახალი ჯგუფი გაიხსნა.

პროგრამის ფარგლებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები გადამზადდებიან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. კერძოდ, ამაღლებენ კომპეტენციას სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთლობის პირობების ეფექტური მართვისთვის.

პროგრამის, რომელიც 130 სასწავლო საათს მოიცავს, დასრულების შედეგად მსმენელს ექნება სპეციფიკური ცოდნა შრომის უსაფრთხოების სფეროში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოთხოვნებისა და სტანდარტების შესახებ. პროგრამის მონაწილე ასევე შეძლებს შეაფასოს დასაქმებულია და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეები და რისკები. ასევე, მას შეეძლება უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში შრომის უსაფრთხოების მენეჯერების აკრედიტებული პროგრამა, მოიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებას და მას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები და ექსპერტები უძღვებიან.

დამსაქმებელთა ასოციაცია სისტემატურად სთავაზობს შრომის უსაფრთხოების კანონის შესაბამისად კადრების გადამზადებას, რათა ისინი მომზადებული შეხვდნენ შრომის ინსპექტირების სავალდებულო პროცედურებს.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...