ს.ს. ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა- აღმასრულებელი დირექტორი
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გააჩნია მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა, მარტივად ხელმისაწვდომია რეგიონული და ევროპული ბაზრები, „ჰუალინგ ჯგუფმა“ გადაწყვიტა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოს მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ და სამრეწველო ქალაქ ქუთაისში დაეარსებინა.
პროექტმა საქართველოს მთავრობის დიდი მოწონება დაიმსახურა და 2009 წელს კომპანია „ჰუალინგ ჯგუფსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ.2015 წელს კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „ჰუალინგის ინდუსტრიულმა ზონამ“ მიიღო „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსი“.
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ მოიცავს 36 ჰექტარს. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ მაგისტრალს თბილისსა და შავი ზღვის ქალაქებს შორის (ფოთი, ბათუმი). მისი მოსახერხებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე (სარკინიგზო, სახმელეთო, საჰაერო ტრანდპორტი დასაზღვაო პორტები) ქუთაისის თიზ-ი წარმოადგენს ინდუსტრიულ, ლოგისტიკურ და სავაჭრო ცენტრი შავი ზღვისა და კასპიის ზღვის ქვეყნებში.
ინდუსტრიულ ზონაში უკვე ოპერირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ხუთი გადამამუშავებელი საწარმო, ესენია: ხის, სამშენებლო ქვის, ავეჯის, ლითონკონსტრუქციებისა და მატრასების საწარმოები; ფარმაცევტული პროდუქციის, უალკოჰოლო სასმელების, ავტონაწილების და სხვა მზა პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი.
იგეგმება ფერო-შენადნობების, პლასტმასის გადამამუშავებელი, ტექსტილისა და ტანსაცმლის, მზის ენერგო-პანელების წარმოების პროექტები.