შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი
2022-02-28
დასრულებული
კურსის მიზანია:
აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივებისთვის სავალდებულო გამოცდაში.
კურსის სილაბუსი:
1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში;
2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი";
3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით;
5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში;
6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა;
7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება;
8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი;
9. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები;
10. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები;
11. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები;
12. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში;
13. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა;
14. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში;
15. ტვირთის გადატანა;
16. სიმაღლეზე მუშაობა;
17. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები;
18. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას;
19. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები;
20.სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა;
21. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში;
22. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში;
23. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში;
24. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას;
25. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში.
კურსის სამიზნე ჯგუფი:
არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთაც ეწურებათ სერტიფიკატის მოქმედების ვადა.
კურსს წარუძღვებიან:
გიორგი დონდუა - საერთაშორისოდ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების ექსპერტი/აუდიტორი;
ნიკოლოზ აბუთიძე - შრომის სამართლის ექსპერტი/ტრენერი.
გამოყენებული პრაქტიკული მეთოდები:
✓ პრაქტიკული საკითხების განხილვა;
✓ სხვადასხვა პრაქტიკული კაზუსები;
✓ სიმულაციური გამოცდები;
✓ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სხვა.
კურსის ხანგრძლივობა:
36 საათი - 4 კვირა - კვირაში 3 დღე, ყოველი კვირის ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი, 19:00 სთ-დან 22:00სთ-მდე.
კურსი ჩატარდება, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, ( მის: ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3)
კურსის ღირებულება - 500 ლარი (დღგ-ს გარეშე)
კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით! ნინი გელაშვილი - 597186644 ელ-ფოსტა: ngelashvili@employer.ge