employer.ge logo

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებული კურსი

date2022-02-28

დასრულებული


კურსის მიზანია:
აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები აკრედიტაციის ვადის გახანგრძლივებისთვის სავალდებულო გამოცდაში.  
კურსის სილაბუსი:
1. შესავალი შრომის უსაფრთხოების მართვის საკითხებში; 2. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი"; 3. „შრომის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; 4. ეროვნული საკანონმდებლო რეგულაციები შრომის სამართლის მიმართულებით; 5. საერთაშორისო სტანდარტები შრომის უსაფრთხოების სფეროში; 6. საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკის შეფასება და მართვა; 7. საწარმოო უბედური შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევა – აღრიცხვა, რეგისტრაცია, ანგარიშგება; 8. პროფესიული დაავადებები – პროფესიული და პროფესიით განპირობებული დაავადებების კლასიფიკაცია, აღრიცხვა და კონტროლი; 9. ქიმიური ნივთიერებების კლასიფიკაცია და უსაფრთხოების წესები; 10. საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნები; 11. ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები; 12. უსაფრთხოების ნიშნები და მონიშვნები სამუშაო სივრცეში; 13. გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; საევაკუაციო გეგმა; 14. გარემოსდაცვითი საკითხები შრომის უსაფრთხოების სფეროში; 15. ტვირთის გადატანა; 16. სიმაღლეზე მუშაობა; 17. აალებად და ფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის სტანდარტები და წესები; 18. შრომის უსაფრთხოება მანქანა-დანადგარებთან, მოწყობილობებთან და სხვა სამუშაო ხელსაწყოებთან მუშაობისას; 19. ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარების მეთოდები და მიმართულებები; 20.სპეციალური და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა; 21. შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში; 22. შრომის უსაფრთხოება სამთომოპოვებით მრეწველობასა ან/და მძიმე დამამუშავებელ მრეწველობაში; 23. შრომის უსაფრთხოება მსუბუქ მრეწველობაში; 24. შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვისის სექტორში და საოფისე საქმიანობისას; 25. შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში.  
კურსის სამიზნე ჯგუფი:
არსებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები, რომელთაც ეწურებათ სერტიფიკატის მოქმედების ვადა.
კურსს წარუძღვებიან:
გიორგი დონდუა - საერთაშორისოდ აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების ექსპერტი/აუდიტორი; ნიკოლოზ აბუთიძე - შრომის სამართლის ექსპერტი/ტრენერი.
გამოყენებული პრაქტიკული მეთოდები:
✓ პრაქტიკული საკითხების განხილვა; ✓ სხვადასხვა პრაქტიკული კაზუსები; ✓ სიმულაციური გამოცდები; ✓ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სხვა.  
კურსის ხანგრძლივობა:
36 საათი - 4 კვირა - კვირაში 3 დღე, ყოველი კვირის ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი, 19:00 სთ-დან 22:00სთ-მდე. კურსი ჩატარდება, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, ( მის: ა. ბელიაშვილის 106, მიონის ბიზნეს ცენტრი სართ. 3) კურსის ღირებულება - 500 ლარი (დღგ-ს გარეშე) კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით! ნინი გელაშვილი - 597186644 ელ-ფოსტა: ngelashvili@employer.ge  

მსგავსი ღონისძიებები

2021-10-21

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

დასრულებული

პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან დაგეგმილია პრაქტიკული გრძელვადიანი კურსი სამშენებლო სამართალში რომლის მიზანია მსენელებმა: შეისწავლ...

2022-02-08

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

დასრულებული

კვლევის ანგარიში - „ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი სექტორის ღირებულებათა ჯაჭვი საქართველოში“

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით განხორციელდა კვლევა თემაზე: „ხილ-ბოსტნეულის გა...

2022-03-25

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

დასრულებული

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი

კურსის მიზანია: აკრედიტებული პროგრამით (ბრძანება №01-81/ნ) გათვალისწონებული ყველა მოდული შესწავლის გზით, მოამზადოს არსებული შრომის უსაფრთხოების სპეცი...