employer.ge logo

შრომითი ურთერთობები

დასრულებული


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის შრომისა და დასაქმების სფეროში არსებული სტანდარტების პოპულარიზაცია ინდუსტრიულ ურთიერთობებში.

სატრენინგო პაკეტი მოიცავს: შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (შემდეგში „შსო“) და ევროპის კავშირის მიერ დადგენილი შრომისა და დასაქმების სტანდარტების პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას და დახმარებას სამეწარმეო სუბიექტებისა და ასევე ადგილობრივი სოციალურ პარტნიორებისთვის, საქართველოს რეგიონების მიხედვით.

სატრენინგო მოდულის ძირითადი მიზანი და მისი სტრუქტურა:

  • ხელი შეუწყოს შრომის საერთაშორისო სტანდარტების, საქართველოს შრომის კანონმდებლობის ნორმების გამოყენებას შრომით ურთიერთობებში განსაკუთრებით ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტისას;
  • ხელი შეუწყოს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას საწარმოს, სექტორისა და რეგიონალურ (მუნიციპალურ) დონეებზე;
  • აამაღლოს ტრენინგის მონაწილეთა ცოდნისა და ინფორმაციულობის დონე, ასევე განავითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
  • განავითაროს კოლექტიური მოლაპარაკებებისა და შრომითი დავების ცივილური მეთოდებით გადაწყვეტის შესაძლებლობები;
  • მოხდეს სადავო ნორმების განხილვა და საუკეთესო პრაქტიკის რანგში მონაწილეებმა მიიღონ სარეკომენდაციო შინაარსის კონსულტაციები;
  • თემატიკასთან თანხვედრაში კონკრეტულად მოხდეს შსო-სა და ევროკავშირის კონვენციებისა და დირექტივებით განსაზღვრული ნორმების გაცნობა და პერსპექტივაში მათით ხელმძღვანელობის შესაძლებლობის განსაზღვრა.

წინამდებარე მოდული კომბინირებულია თეორიული (სატრენინგო დროის დაახლოებით ¼,) და პრაქტიკული სწავლების სესიებით, შესაბამისი ტესტებით.

ტრენინგი შესაძლებელია ჩატარდეს როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სატრენინგო ცენტრში, ისე დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო ადგილზე. ტრენინგები აგებულია სწავლების თანამედროვე ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს როგორც ლექცია-სემინარების ფორმატს, ისე დისკუსიებსა და პრაქტიკულ ქეისებს.

ტრენინგის ფორმატი:

სატრენინგო კურსის ხანგრძლივობა მოიცავს ორ სრულ დღეს 10:00 – 18:00.

მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის სერტიფიკატები.

მსგავსი ტრენინ ცენტრი

2021-09-16

COVID 19 და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება

COVID 19 და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ: Covid 19 -თან დაკავშირებული ღონისძიებები რომლებიც უნდა განხორციელდეს პანდემიის პრევენციისთვის, უდიდესი გამოწვევაა...

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოსამზადებელი აკრედიტებული კურსი

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის შესახებ:         საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ორგანიზა...