2017-01-31
პროექტის ფარგლებში შეიქმნა „კადრებზე მოთხოვნის სისტემური საინფორმაციო ბაზა“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიების შესწავლის მოდულების შემუშავებით.
30 იანვარს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში აღნიშნული პროექტის ფარგლებში გერმანელ პარტნიორებთან ერთად ჩატარდა სემინარი: „ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განვითარება კომპანიის დონეზე სოციალური პარტნიორობის ფორმატში“.
სემინარზე, რომელსაც ესწრებოდნენ გერმანელი ექსპერტები, ბიზნეს სექტორი და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგნლები, წარმოადგინეს ელექტრონული ბაზის ამუშავების პირველადი შედეგები, რომელიც ემსახურება საწარმოების ადამიანური რესურსების პოლიტიკის განვითარებას.
სემინარზე მხარეებმა იმსჯელეს ბიზნეს სუბიექტებისათვის აღნიშნული სისტემის პოზიტიური ეფექტების და მისი გაუმჯობესების გზების შესახებ.
სოციალურმა პარტნიორებმა და ბიზნეს სექტორმა გერმანელი ექსპერტების ჰანს-გიუნტერ ტრეპტესა და კერსტენ ბარტელსის მხირდან მოისმინეს ხედვები და რეკომედაციები სისტემის დახვეწის შესახებ.
სემინარი გახსნეს საქართველოს პროფესიული განვითარების აპარატის უფროსი ლაშა ბლიაძემ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიშა კორძახიამ.
ამდენად, დამსაქმებელთა ასოციაცია ამ ეტაპზე აქტიურად ამუშავებს სისტემურ საინფორმაციო ბაზას, რომელიც იქმნება მრავალხმრივი ჩართულობით და მომავალში ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის განვითარების სერვისების მიწოდებას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...