2017-03-01
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ გახარია, როლმაც გააკეთა მოხსენება ბიზნეს პროგრამებსა და პროექტებში ვეტერანების პრაქტიკული ჩართულობის შესახებ. აღნიშნული საკითხის ირგვლივ გამართული მსჯელობის ფარგლებში დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პასუხები გასცა დამსწრე საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებს.
მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ „მეწარმეობის ხელშეწყობის სააგენტო“ - პროგრამა - “აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო - პროგრამა „დანერგე მომავალი“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, საპარტნიორო ფონდი, ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა - „სტარტაპ საქართველო“ და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...