employer.ge logo

პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის განხილვა

date2017-10-01

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად საქართველოს კანონში „პროფესიული განათლების შესახებ“ შესატან ცვლილებებს განიხილეს.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.

ახალი კანონი, რომლის მომზადება დაიწყო 2014 წელს, მიზნად ისახავს:
• პროფესიული განათლების სისტემის ხარისხისა გაუმჯობესებას;
• ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის მოქნილი კავშირების დამყარებას;
• კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის ჩამოყალიბებას;
• მომზადება-გადამზადების სისტემების შექმნას;
• კომპანიებისა და კოლეჯების მიერ ერთობლივი პროგრამების განხორციელებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას და სხვა.

ხოლო შეხვედრის, რომელიც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა, მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს სექტორის შენიშვნებისა და მოსაზრებების გაზიარება სამინისტროს წარმომადგენლებისათვის, რათა მაქსიმალურად აისახოს კერძო სექტორის მოთხოვნები და საჭიროებები პროფესიული განათლების მიმართ. პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტის ამ სახით განხილვა უპრეცედენტოა და წარმოადგენს მაღალი ინტერესის ობიექტს როგორც ბიზნეს სექტორის, ისე საჯარო სტრუქტურების და სასწავლებლების მხრიდან, ვინაიდან მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა პროფესიული განათლების კვალიფიკაციის მქონე სტუდენტების მიმართ. ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება იმაზე, რომ მჭიდრო კომუნიკაციისა და მსჯელობის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება შედეგზე ორიენტირებული მიდგომა პროფესიული განათლების შესახებ.

აღნიშნული კანონპროექტის მომზადებას ხანგრძლივი ისტორია აქვს. პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებისათვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით 2014 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ,,პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის მომზადება. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განხორციელდა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მრავალმხრივი ანალიზი და გამოიკვეთა ახალი კანონის მომზადების საჭიროება, ვინაიდან სახეზე იყო პრინციპულად ახალი ხედვები და მიდგომები მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში.

2015 წელს, სამუშაო ჯგუფის მოსაზრებების, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის (საქართველო 2020), საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტმა მოამზადა კანონპროექტის კონცეფცია. დოკუმენტის ძირითად პრინციპებზე შეთანხმების შემდეგ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და დეპარტამენტის კოორდინაციით ჩამოყალიბდა მცირე სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა კანონპროექტის პირველადი ვერსია.

2015-2016 წლებში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების აქტიური მუშაობით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP, EU) მხარდაჭერით, კანონპროექტი მნიშვნელოვნად დაიხვეწა და მიმდინარე ეტაპზე, სამინისტრო სოციალურ პარტნიორებთან ერთად გეგმავს მის ფართო განხილვებს.

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ბიზნესგაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია თავის წევრ და პარტნიორ კომპანიებს, საშუალება მისცა უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...